Tag Archives: ღმერთი

შენიშვნა

აქამდე უცნობი განცდა…შეგრძნება სამყაროსთან სრული ერთობისა..მთელი სამყარო, სავსე მთვარე, ვარსკვლავებით  მოჭედილი უსაზღვრო და უძირო ცა, ერთიანად შენშია, ეს შენ ხარ, მთელი სამყარო…გაშლილი ხელებით მიფრინავ და მთელი სხეულით გრძნობ საკუთარ უწონადობას, თითოეული უჯრედი, თითოეული მოლეკულა, თითოეული ატომი, თითოეული ნაწილაკი გრძნობს სამყაროსთან სრულ ერთობას, თითქოს, თითქოს კი არა, მართლა სავსე ხარ უსასრულობის განცდით… არ არის დასასრული , ისე როგორც არ არის დასაწყისი, ეს შენ ხარ, მთელი სამყარო…და ბედნიერი ხარ, რადგან ღმერთმა მოგცა ამის განცდის უნარი….შენ დაიჭირე ეს შეგრძნება და უკვე აღარასოდეს დაგშორდება განცდა, რომ შენ ყველაფერი ხარ, შენშია ღმერთი და შენთვის ეს წამი მარადიულად გაგრძელდება…იმიტომ, რომ უსაზღვრო ბედნიერებას არ აქვს არც დასაწყისი, არც დასასრული….

ხვდები, რომ სწორედ ეს არის დროის ფარდობითობა…არ არის არც გუშინ, არც ხვალ! არის მხოლოდ ახლა! ამწუთას!!!! და შენც მიცურავ ამ უსასრულობაში უსასრულოდ….არ გჭირდება ფრთები , რადგან ბედნიერება არის ფრთებიც და მფრინავი, ჯადოსნური ხალიჩა….ალადინის ლამპარი…ჯინი, რომელიც შენს ყველა სანუკვარ ოცნებას ასრულებს! ფეხებზე გკიდია , რომ ბანალურობამდე ჩვეულებრივი ხარ და ამავე დროს, ყველასგან განსხვავებული…რადგან  შენ ბედნიერი ხარ და ბედნიერი ხარ იმით, რომ ბედნიერი ხარ!!! შენ უკვე დაიჭირე ეს წამი და იგი უსასრულო იქნება!!! არ არსებობს მწუხარება და დარდი!!! არ არსებობს შიში და შფოთვა!!! არ არსებობს ტკივილი!!! მხოლოდ სიხარულია, რომ ფრენა შესძელი და უკვე აღარ დაეშვები!!!! და შენ ბედნიერი და სავსე, ისწრაფვი, რომ ეს ბედნიერება გასცე უსაზღვროდ, რადგან ვერ იტევ ამ უსასრულობას, იმიტომ რომ შენ მთელი სამყარო ხარ და უსასრულობაში გინდა მეტი დაიტიო….გინდა მეტს გაუზიარო შენი უსასრულობა……..შენ ხარ გაზაფხული და შენ ხარ შემოდგომა, შენ ზამთარი ხარ , და შენ ზაფხული ხარ! შენ ხარ ქარში მოშრიალე ხეები და კლდეებში მომდინარე წყარო! შენ ხარ ლურჯი , უკიდეგანო ოკეანე და ტალღებს ზემოთ მფრინავი თოლია! შენ ხარ სანაპიროს ქვიშა და საჰარის უდაბნო! შენ ხარ გამარჯვების ყიჟინა და პრერიებში მორბენალი ანტილოპების ჯოგი! შენ ხარ კლდის ნაპირას ზანტად გაწოლილი ლომი და ცაში მოლივლივე არწივი! შენ ხარ ჯომოლუნგმა და შენ ხარ ტიბეტი! შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე კონტინენტი ! შენ მთელი დედამიწა ხარ და მზეც შენ ხარ!

შენ ბედნიერი ხარ, რადგან სამყაროს ნაწილი ხარ და მთელი სამყარო შენშია!!!

და ახლა, ამ უსაზღვრო ბედნიერების განცდის გამო უსაზღვროდ მშვიდად ხარ, რადგან იცი, რომ ამ უკიდეგანო სამყაროში შენი წილი ბედნიერება იპოვე…და მშვიდად ხარ! დასრულდა შენი მომქანცველი მოგზაურობა საკუთარ თავში!!! შენ საკუთარი თავი იპოვე და დამშვიდდი! ახლა უკვე იცი, რას ნიშნავს თავისუფლება— თავის უფლება!!! შენ თავისუფალი ხარ, რადგან უკვე აირჩიე ბედნიერება!!!

ბლუზი დასრულდა, ახლა  მაილზ დევისი უკრავს…

I believe I can fly