Tag Archives: საქსი

შენიშვნა

სამბას რიტმებმა ამავსეს ჟინით,

გადავინაცვლე მყოსვე რიოში…

მზით გარუჯული ჩემი სხეული

მადის აღმძვრელად დაიცვარა ოფლის წვეთებით,

ექსტაზით ვროკავ, ვეღარ ვგრძნობ დაღლას.

ვყურყუმელაობ ოკეანეში,

კვლავ ვემონები გონწამრთმევ განცდას

და გარს მეხლება ვნების ტალღები;

 

თითქოს ჰაერიც გაიჟღინთა  მწველი გრძნობებით;

ველური ჰანგით შეპრობილი მე შეშლილს ვგავარ,

აღტყინებულ ბრბოს ბრმად მივყვები,

არ მსურს გონს მოსვლა,ყოველი ნაკვთი,

ყველა უჯრედი სიამით

ოხრავს….

                     ფანტასტიური შეგრძნებების ღვარი

                                                                                                    გადმოსკდა;

                       შმაგი შამანის შელოცვილი საქსმა მომნუსხა,

                       სიამით დაღვრილს თავდავიწყების კვნესა

                                                                                                  აღმომხდა.

 

მდედრობითი სქესის ოსტაპ ბენდერის ოცნება