შენიშვნა

აუ, რამდენი წელიწადია,

ყურთან სატანის მესმის ხარხარი,

ასე ჰგონია, ვერ ვხედავ თითქოს,

რომ ჩამოუცვამს ჩაჩი მასხარის,

ხოლო ოხშივარადენილ სუნთქვას

სიბილწის მძაღე სუნი არ ასდის;

ახლაც, ამ წუთშიც, არც ისე ბნელი

კუთხიდან მიმზერს, პირზე ღიმილით,

ალბათ, ელის, რომ გაშლილ მკლავებში

ჩავუვარდები ჩემი (მწველი)  სურვილით.

ხვალ…იქნებ მაზეგ…იქნებ გაისად,

როცა მიქელი ჩემს კარს გააღებს,

აუწერელი მე ნეტარებით

სატანას ბაგეს ღიმილს ავახევ!

                                                                                     1996წ ნოემბერი

* * *

Advertisements

* * *

სტანდარტული

მ-ს

შემომცქერიან შავი თვალები უტყვი ლოდინით,

სქელი ტუჩები გახლეჩილან ბროწეულებად,

გრძნობით დატენილს ურცხვად გყიდის მთრთოლვარე ნესტო,

წამწამთა ჩეროს გრიგალივით მოარღვევს ნდომა,

ვნებით გაკვესავს შენი მზერა ნაპერწკლიანი,

ტანში რომ ალმურს მიკიდებს და ცოცხლად მწვავს,

ბრინჯაოსფრად მოლაპლაპე ქვედა კიდური

ჩემს ხელებს იწვევს, მოცახცახეს, მისკენ ეძახის,

ამაოდ ვლამობ, რომ სხეულში ჩავახშო ხვადი.

პოზე ვსაუბრობთ, გონებით კი წარმოვიდგენ…

თუ როგორ გაგხდი!

1994

შენიშვნა

სამბას რიტმებმა ამავსეს ჟინით,

გადავინაცვლე მყოსვე რიოში…

მზით გარუჯული ჩემი სხეული

მადის აღმძვრელად დაიცვარა ოფლის წვეთებით,

ექსტაზით ვროკავ, ვეღარ ვგრძნობ დაღლას.

ვყურყუმელაობ ოკეანეში,

კვლავ ვემონები გონწამრთმევ განცდას

და გარს მეხლება ვნების ტალღები;

 

თითქოს ჰაერიც გაიჟღინთა  მწველი გრძნობებით;

ველური ჰანგით შეპრობილი მე შეშლილს ვგავარ,

აღტყინებულ ბრბოს ბრმად მივყვები,

არ მსურს გონს მოსვლა,ყოველი ნაკვთი,

ყველა უჯრედი სიამით

ოხრავს….

                     ფანტასტიური შეგრძნებების ღვარი

                                                                                                    გადმოსკდა;

                       შმაგი შამანის შელოცვილი საქსმა მომნუსხა,

                       სიამით დაღვრილს თავდავიწყების კვნესა

                                                                                                  აღმომხდა.

 

მდედრობითი სქესის ოსტაპ ბენდერის ოცნება

შენიშვნა

ბლოგის დიზაინის შეცვლაზე ვჯახირობდი, დღემდე ვერ დავამუღამე ბოლომდე (ბოდიში ჟარგონიზა :)). თვითგვემა მოულოდნელმა ექსცესმა შემაწყვეტინა-ახლობელს ვენაში კალცის გაკეთება დასჭირდა და მე, როგორც პროფესიონალს, დახმარება მთხოვეს. არადა, აღარც კი მახსოვს, ვენაში ბოლოს ნემსი როდის და ვის გავუკეთე…

ჩემი დის ნაამბობი გამახსენდა, ჩემი ერთ ერთი მეზობლის ვენის მოძებნას სასწრაფო დახმარების ექიმები უშედეგოდ ცდილობდნენ თურმე, მხსნელად  ისევ ჩვენი მეზობელი, ნარკუშა თენგო მოევლინათ.  წამში დაარჭო შპრიცი, კაცმა არ იცის, საიდან აღმოჩენილ ვენაში და საიქიოში ფეხგადადგმული ქალი უკან დააბრუნა სახტად დარჩენილი მედიკოსების თვალწინ. ე, ბიჭო, წამო, ბრიგადაში აგიყვანთ ექთნადო, შესთავაზეს თურმე თენგოს…

ეს, ისე, სიტყვას მოჰყვა და…

18-19 წლის ასაკში, როცა თავი ძალიან დიდი გოგო მეგონა (ამ ასაკში ხომ ყველას თავი უკვე დაბრძენებულად და ცხოვრებაგამოვლილად მიაჩნია) , სუფრასთან მორიგი თავშეყრის დროს, ჭიქით ხელში, მრავლისმეტყველი პაუზის შემდეგ (სტანისლავსკი უკვე წაკითხული მქონდა:), როცა სუფრის წევრების ყურადღებას სრულად მოვიცავდი, ძააააალიან ჭკვიანის სიფათით მოწყალედ გადმოვაგდებდი ხოლმე მორიგ „ბრძნულ“ ფრაზას, დაახლოებით ამგვარად რომ ჟღერდა: -ეეეჰ, მეგობრებო, ცხოვრება რთულია, რთული!…ან, ამის მსგავსი: -თქვენ რა იცით, ცხოვრება რა არის, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გაქვთ! და ა.შ. ამგვარი „მარგალიტების“ მთელი კოლექცია მქონდა: ).

არადა, მე, მართლა ცხვირმოუხოცავ ღლაპს, წარმოდგენა არ მქონდა, რას ვბოდავდი.

ახლა არ ვიცი, როგორ არის, ჩემი სტუდენტობისას კი ქირურგიას მესამე კურსზე გავდიოდით.  პრაქტიკულებს ახალგაზრდა ქალი გვიტარებდა ხოლმე და, საკმაოდ ხშირად, ჩვენი საუბრები სცდებოდა ხოლმე სალექციო თემატიკას. ჰოდა, ერთხელაც, როცა წინა დღით ნანახ ფილმ „კასანდრას გზაჯვარედინზე“ ვსაუბრობდით (იმას რა დამავიწყებს 🙂 ), მე, სამედიცინო ინსტიტუტის მესამე კურსელმა დავსვი შეკითხვა, რომელზეც მთელი წელი ხარხარებდა ჩემი კურსი.

ფილმში არის სოფი ლორენისა და მისი ქმრის , რიჩარდ ჰარისის კოცნის სცენა, კოცნის დროს  სოფი რაღაცის თქმას აპირებს, ქმარი კი პასუხობს, მორჩი ლაპარაკს და პირი გააღეო…

ჰოდა, მეც ეს ვიკითხე, პირი რატომ უნდა გააღოს -მეთქი :):):). წარმომიდგენია, ამის წამკითხველი როგორ ამოყირავდება ახლა სიცილით, მაგრამ მე სსრკ-ში ვიზრდებოდი, სადაც „სექსი“ არ იყო, ამიტომ ჩემი სრული უვიცობა სასაცილო კი, მაგრამ მაშინ გასაკვირი ნამდვილად არ იყო. თუმცა ამ მხრივ წინ წასვლა ნამდვილად არ ეტყობათ ქართველებს, რაშიც ეს დღევანდელი , ფეისბუკზე ნაპოვნი ვიდეო კიდევ ერთხელ მარწმუნებს.

სხვათაშორის, ჩემს საყვარელ ფროიდს (რა ვქნა, ბევრ რამეში მართალია ეს ადამიანი!), აქვს „ქალწულობის ტაბუს“ ფანტასტიური განმარტება:

ქალწულობის ტაბუ არის მამაკაცის სურვილი, მონოპოლია იქონიოს ქალის არამარტო მომავალზე, არამედ მის წარსულზეც!“. 

ბაბუა ფროიდს (არც ეგეთი ბებერი ვარ, ბიძად რომ მეკუთვნოდესJ), ერთობ ფილანთროპიული გამოუვიდა ეს განმარტება, რაც მისნაირი მიზანთროპისგან ცოტა გასაკვირია; მე კიდევ მგონია, მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ, ასეთი „კეთილშობილური“ ზრახვები ნამდვილად არ ამოძრავებს იმ მამაკაცს, რომელიც მხოლოდ იმიტომ ტოვებს საცოლეს ან შეყვარებულს, რომელიც ვიღაც სხვამ მოიტაცა, და ცოლად მოჰყავს გოგო, რომელიც ფორმალურად ქალიშვილია, ანუ საქალწულე აპკის მთლიანობა შენარჩუნებული აქვს, რათა მთლიანად მას ერგოს „დეფლორაციის პატივი“ J . ამ დროს კი, კაცმა არ იცის, რამდენთან ჰქონდა ანალური სექსი ამ „უკოცნელ ქალწულს“. ანუსს ხომ არ იცავს არანაირი აპკი, დიდი დიდი, ბუასილმა შეაწუხოს გოგო 🙂   ქმარს ხომ ჩაბარდება „პატიოსნად“ და….რა ქნან, სიამოვნება უნდათ, ქალიშვილობის დაკარგვა კი -არა.

ამ დამახინჯებული  თავი და ბოლო კი მამაკაცამდე მიდის,  ასე რომ კაიფობენ.   ჰოდა, იხარხარონ ეხლა იმ საცოდავ გოგოზე, „ქალიშვილობის ინსტიტუტში“ რომ უნდა ჩაბარება და მისამართი არ იცის. ბევრის ცოლი და საცოლე მინახავს ამ ინსტიტუტის „წარჩინებული“ კურსდამთავრებული „საინტერესო ვითარებაში“ და კიდევ ბევრის ნახვა მომიწევს, სამწუხაროდ, სანამ ჩვენი კაცები გამოქვაბულში იცხოვრებენ ზეზვას გვერდით.

ხია მაგათზე!  вот!

 

ქალიშვილობის ტაბუ

შენიშვნა

ჭიჭიკო გოგოლის არ იყოს,  ბავშვობიდან ვერ ვიტან კერპებს და ფანატიზმი ჩამორჩენილი და ცნობიერების დაბალ საფეხურზე მყოფი მასის ფსიქოლოგიური მახასიათებელი მგონია…

ამიტომ მახსენებს პრეზიდენტის გამოჩენაზე ცრემლებ- და დორბლებმომდგარი ბრბოს აღტკინებული „მიშას“ ღრიალი იმ მრავალათასიან იგივე მასას, ედიკა-ბაბუს რომ დაუჩოქა ხვეწნით, არ დაგვღუპო და არ მიგვატოვოო….

სწორედ ამიტომ, ვერავინ გადამარწმუნებს, რომ  გონიერია ხალხი, რომელსაც თანაბარი ხბოს აღტაცებით შეუძლია ბეჭზე გასმული სტადიონს შემოატაროს უცნობი, შემდეგ კი იგივე ზღვარგადასული ხოტბა შეასხას ახალ მესიად შერაცხულ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც, ალბათ, ჯერ კარგად ვერ აცნობიერებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრეზიდენტობა კი არა, ტომის ბელადობა მოუწევს, რადგან ჩვენ, მიუხედავად კოკობზიკობისა, ის ხალხი ვართ, რომელსაც ბელადის გარეშე არ შეუძლია და სწორედაც რომ პერო-გარჭობილი უნდა დავიარებოდეთ…

მთელმა საქართველომ იხალისა გილაურის ახალ-ზელანდიურ ვოიაჟზე. მეც ბევრი ვიცინე, მაგრამ რომ დავფიქრდი, გავბრაზდი, როგორც გავბრაზდებოდი მაშინ, საპატიო სტუმრებს ჩვენი მთავრობა რომ დახვედროდა ჩოხა-ახალუხში და იმათ ეხალისათ ჩვენს დახვედრაზე, ხანჯლიანი გოიმები დაგვხვდნენო… და, ვინა თქვა,  რომ არ ხალისობენ?!

ჩემს ბავშვობაში  რობერტ დე ნიროს დონის ვარსკვლავის სტუმრობა უზარმაზარი მოვლენა იყო, ლამის საუკუნის მოვლენის ტოლფასი.  დახვდა მთელი ცეკა-ტეკა თავისი ცოლებიან-ნაშობიანად (ეს „ქართული ტრადიცია“ დღემდე პირვანდელი სახით არის შემორჩენილი!). ხოდა, ჯერ ხო არ გაახედეს სუფრის მიღმა (შიოდა და რა ექნათ?! 🙂 :)),

<h4 id="yui_3_4_0_3_1320690292952_975" class="primary-context-label">This photo belongs to

სუფრიდან სუფრაზე გადაჰყავდათ,  საცივით და ხაჭაპურით თავის მოწონება უნდოდათ. როგორც ჩანს.  კულმინაციამ მთლად დაგლიჯა: -თვითმფრინავის ტრაპთან თურმე ამ ჩვენმა  ელიტამ და ბომონდმა დაიხსნა ბრილიანტის აღკაზმულობა, მე შენ გეტყვი და ცოტა ექნებოდათ და ამ სპილბერგის რო შეშურდებოდა, იმნაირი სანახაობის შემყურე პირდაღებულ დე ნიროს გოგოს უფეშქაშა!!!

მერე წიოკობდნენ, უმადური აღმოჩნდა, პრესაში სულ გაუთლელები და ხეპრეები გვეძახა და მაგის ფეხი არ ვნახოთ აქაო….არც ჩამოსულა მერე 🙂

იმაზეც ბევრს იცინოდნენ, რეი ჩარლზს რომ ჰკითხა ერთმა ტუტრუცანა ჟურნალისტმა, ახლაც რომ კონა 10 შაურად ყრია- როგორ მოგეწონათ თბილისიო 🙂  თბილისი კი არა, საკუთარი ცოლ-შვილი არ ჰყავდა ბავშვობიდან დაბრმავებულ კაცს, ამან კიდე…..

მას შემდეგ ძაან წინ წავედით ვითომ?!

მოკლედ და  სამწუხაროდ, ქართული საზოგადოებრივი ცნობიერება ჯერ კიდევ გვარ-ტომული კოლექტიური ცნობიერების დონეზეა და ჯერ მხოლოდ „ განდობილებს“ ძალუძთ, ისიც მხოლოდ უმაღლესი ქურუმის ხელდასმით, „ჭეშმარიტების“  წყაროს ანკარა სათავეებთან მიახლოება, დანარჩენებს ისღა დაგვრჩენია, ლელა კაკულიას და მიშა ცაგარელის პროგნოზების იმედად ვიყოთ, აბა, დელფოსის ორაკული აღარაა ცოცხალი და….

ისე, ფეისბუკი მაგარი რამეა….პირდაპირ  „საზოგადოებრივი ცნობიერების პულსზე უდევს ხელი J“.    „უდიპლომო სასიძოშია“ ერთი ფანტასტიური ეპიზოდი (ზოგადადაც, ფანტასტიური ფილმია): კვანტალიანი ეკლესიაში შედის სანთლის დასანთებად და ღმერთს ელაპარაკება, ღმერთო, შე კაცო, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე კი ამბობს, ღმერთი არ არისო, მაგრამ ვაი და ხარო!

ასეა ბარე ორი ფც-ელი, კია მიშა მაგარი, მაგრამ ვაი და მართლა  მოვიდეს ბიძინაო ?! ?! ?! ?! ?!

აბა და წევიდა ხალისობა 🙂

P.s. სხვათაშორის , ფეცე ( Fece) ლათინურად განავალს ნიშნავს!

კერპები, დე ნირო და ფეისბუკი